გაგვიცანი

LNEWS - lnews.ge  ltd IC - ის პროექტია.

ჩვენი მიზანია შევავსოთ ის დეფიციტი, რომელსაც თავადვე განვიცდით, როდესაც გვჭირდება მივიღოთ ინფორმაცია სამართლის სხვადასხვა მიმართულებით განვითარებულ მოვლენებზე.

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ამ პროექტის დასაწყებად სწორედ ეს გახდა.

ვმუშაობთ განსხვავებულად, იურისპრუდენციას ვუყურებთ მაღალი იდეალებით, მაშინაც, როდესაც ეს რთულია.

ამავდროულად, ვაცნობიერებთ რეალობას და ვხვდებით რაოდენ მნიშვნელოვანია სიტუაციის სწორი ანალიზი, რისთვისაც ,,გვჭირდება" ინფორმაცია.  ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია იყოს დაცლილი მანკიერებებისგან. ჩვენ ამას შევეცდებით...

lnews.ge  აანალიზებს და ავრცელებს მხოლოდ ფაქტებს. ფაქტებს, რომლებიც აუცილებელია იცოდე ზუსტად და გასაგებად. პლადფორმის მთავარი მიმართულებები: 

* საკანონმდებლო ინიციატივები;

* კრიმინალი;

* რა მოხდა;

* ბიზნესი და სამართალი

- დაცლილი იქნება ყოველგვარი სუბიექტური აზრებისა და ინტერპრეტაციებისაგან. 

 

რაც შეეხება  დანარჩენ რუბრიკებს:

ინოვაციები სამართალში; საინტერესოა; სამართალი კინოში; ბლოგი-ჩემი სამართალი -  ამ მიმართულებებით შესაძლებელია მსჯელობა კონკრეტულ ფაქტებზე, მათ შორის სუბიექტურად, რაც იმედი გვაქვს დაგაინტერესებთ.

 

ვაფასებთ თქვენს დროს და ვიაზრებთ ინფორმირების მოთხოვნილებას.

ჩვენ ამ საჭიროებას პროფესიონალურად  და მარტივად ვუზრუნველვყობთ.

სამართლიან გარემოში, ადამიანს აქვს უფლება იცოდეს მხოლოდ ფაქტები, ყოველივე დანარჩენზე კი თავად მიიღოს გადაწყვეტილება.

 
 

საკონტაქტოდ 

მოგვწერეთ მეილზე:

contact.lnews.ge@gmail.com

ან აქვე:

© 2021 ltd ic  - ყველა უფლება დაცულია.

  • Facebook
  • YouTube
  • Instagram
  • LinkedIn
  • Twitter
37WJZVw